SMS პლატფორმა

მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ეფექტური თვითმმართველობისათვის

პროექტს ახორციელებს ა.(ა)ი.პ. „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი (TDDF)“ და ა.(ა)ი.პ. „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia)“

პროექტის მიზანია უზრუნველყოს თერჯოლის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში ეფექტური თვითმმართველობის განხორციელება და ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პროექტს ახორციელებს ა.(ა)ი.პ. „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი (TDDF)“ და ა.(ა)ი.პ. „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia)“.

პროექტის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის“, „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს“ და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას შორის. პროექტის აქტივობები მოიცავს ინფორმირების სისტემის ამოქმედებას, რომლის მიზანია მოქალაქეთა, მეწარმეთა და ფერმერთა დროული ინფორმირებულობა.
პროექტი „მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ეფექტური თვითმმართველობისათვის“ დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ, გერმანიის ფედერალური მთავრობის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის“ ფარგლებში.